English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ლაშა კელიხაშვილი
სახელმწიფო ვალის გავლენა კერძო ინვესტიციებზე

რეზიუმე

სახელმწიფო ვალის ოპტიმალურ დონესთან დაკავშირებით არსებობს ალტერნატიული შეხედულებები, კერძოდ იგი თაობათა შორისსახელმწიფოს ხელში არსებულ  კეთილდღეობის გადანაწილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია დეტალურად იქნეს შესწავლილი სახელმწიფო ვალის არამხოლოდ პირდაპირი, არამედ ირიბი ეფექტებიც რათა არ მოხდეს სახელმწიფო სექტორის მხრიდან კერძო სექტორის საქმიანობის გაუთვალისწინებელი და მიზანშეუწონელ შეზღუდვა.

მოცემულ სტატიაში განხილულია სახელმწიფო ვალის გავლენის ეფექტები კერძო საინვესტიციო აქტივობაზე. აღნიშნულ საკითხს ავტორის განიხილავს 2009-2019 პერიოდისთვის 55 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევა თეორიულ საფუძველს იღებს რიკარდოს ექვივალენტურობის თეორიისგან, რომელიც შემდგომში ე.წ. „ვალის ლაფერის მრუდის“ სახელით განვითარდა, და რომლის მიხედვითაც არსებობს სახელმწიფო ვალის დონე, რომლის ზევითაც იგი კერძო ინვესტიციების შემზღუდველ ფაქტორად იქცევა.

კვლევაში მიღებული შედეგები ცხადყოფს რომ სახელმწიფო ვალსა და კერძო საინვესტიციო აქტივობას შორის არსებობს ნეგატიური კავშირი, კერძოდ ვალის ზრდა ინვესტიციების შემზღუდველ ფაქტორი ხდება. კვლევაში მიღებული დასკვნები ეფუძნება „ფიქსირებული ეფექტის“ მქონე უმცირეს კვადრატთა მეთოდით შეფასებულ მოდელს (LSDV). გარდა სახელმწიფო ვალისა, მოდელში განხილულია კერძო ინვსეტიციების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორებიც.

მოცემული კვლევიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს არამხოლოდ ვალის მდგრადობის საკითხს, არამედ მის პოტენციურ გავლენას კერძო სექტორზე, რათა არ მოხდეს  სახელმწიფო საქმიანობით, კერძო საინვესტიცო აქტივობის შეზღუდვა.